,,სანამ ნორმანი რუსეთში თამაშობს, ნაკრებში დაბრუნების შანსი არ აქვს” – ნორვეგიის ნაკრების მწვრთნელი

ნორვეგიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, სტალე სოლბაკენს, საქართველოსთან მატჩის წინ ჰკითხეს, არსებობს თუ არა მის გუნდში მატიას ნორმანის დაბრუნების შანსი, რომელიც ,,როსტოვის” ფეხბურთელია და მიმდინარე სეზონში არენდით მოსკოვის ,,დინამოში” თამაშობს:

,,სანამ რუსეთში ითამაშებს, ნორმანს ნაკრებში დაბრუნების არანაირი შანსი არ ექნება… შანსი არაა!,” – სოლბაკენის სიტყვებს dagbladet.no ციტირებს.

ნორმანი მოსკოვის ,,დინამოში” გასული წლის სექტემბერში გადავიდა, მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი ნახევარი წლის დაწყებული იყო.

ნორვეგიის ფეხბურთის ფედერაციამ ფეხბურთელს ტრანსფერის შემდეგ, ეროვნულ ნაკრებში თამაში მალევე აუკრძალა.

ხვალ, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები ნორვეგიას უმასპინძლებს, მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

,,სანამ ნორმანი რუსეთში თამაშობს, ნაკრებში დაბრუნების შანსი არ აქვს” – ნორვეგიის ნაკრების მწვრთნელი

სტატიის ავტორი
-