სანდეი ოლისემ მაროკოს ნახევარფინალში გასვლა 4 წლის წინ იწინასწარმეტყველა

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ყოფილი ნიგერიელი ფეხბურთელი სანდეი ოლისე ამბობს, რომ მაროკოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდოდა.

მაროკოს ნაკრები კატარის მუნდიალზე, ყველასათვის მოულოდნელად, არაჩვეულებრივად ასპარეზობს. მათ შეძლეს და 1/8-ფინალში ესპანეთი, 1/4-ფინალში კი, პორტუგალია გამოაგდეს. “ლომებმა” ნახევარფინალს მიაღწიეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მაროკო პირველი აფრიკული ნაკრებია, რომელიც აღნიშნულ ეტაპზე იასპარეზებს. საინტერესოა, რომ რეგრაგუის გუნდს მხოლოდ ერთი გოლი აქვს გაშვებული და ისიც ავტოგოლი. თავის მხრივ, ნაკრების მთავარი მწვრთნელიც შევიდა ფეხბურთის ისტორიაში. ვალიდ რეგრაგუი გახდა პირველი აფრიკელი სპეციალისტი, რომელმაც გუნდი მუნდიალის 1/2-ფინალში გაიყვანა.

ამ ყველაფრის მიუხედავად, წინ მაროკოს დიდი გამოცდა ელის. მათი მომავალი მოწინააღმდეგე მოქმედი ჩემპიონი საფრანგეთი იქნება. დეშამის გუნდმა 1/4-ფინალში ინგლისის საკმაოდ ძლიერი ნაკრები დაამარცხა. აღნიშნული გუნდების დაპირისპირება 14 დეკემბერს, 23:00 საათზე შედგება.

სანდეი ოლისემ მაროკოს ნახევარფინალში გასვლა 4 წლის წინ იწინასწარმეტყველა

სტატიის ავტორი
-