სანემ ბაიერნში შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა

მოგეხსენებათ, “მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელის, ლეროი სანეს შეძენა მიუნხენის “ბაიერნს” სურს.

გუშინ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ესტონეთთან მოგებულ მატჩის შემდეგ, (8:0) გერმანელ ვინგერს ჟურნალისტებმა “ბაიერნის” ინტერესზე ჰკითხეს.

“ახლა დასვენება მაქვს. ამ თემასთან დაკავშირებით ყველაფერს გაიგებთ. მიუნხენელთა ირგვლივ ახლა მხოლოდ ამის თქმა შემიძლია,” – თქვა სანემ.

ლეროი სანე გვარდიოლასგან მიღებული სათამაშო დროით კმაყოფილი არ არის. 23 წლის გერმანელმა განვლილ პრემიერლიგაში 10-10 გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.

სანემ ბაიერნში შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა

სტატიის ავტორი
-