სანტუში პორტუგალიის ნაკრების რეკორდსმენია 

ფერნანდო სანტუში პორტუგალიის ნაკრების ისტორიაში ყველაზე შედეგიანი მწვრთნელი გახდა.

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, პორტუგალიამ კრიშტიანუ რონალდუსა და ბრუნო ფერნანდეშის გოლების მეშვეობით, ლუქსემბურგს 2:0 მოუგო და დაგროვილი 17 ქულით გაისად გასამართი ტურნირის საგზური მოიპოვა.

ეს გამარჯვება ფერნანდო სანტუშისთვის კარიერაში 43-ე იყო, რაც ევროპის მოქმედი ჩემპიონის მთავარი მწვრთნელის რანგში სარეკორდო მაჩვენებელია.

43 გამარჯვების მოსაპოვებლად, სანტუშს 70 შეხვედრა დასჭირდა. მან ლუიშ ფელიპე სკოლარის გადაასწრო, რომელმაც ევრო 2004-დან 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე 74 მატჩიდან 42 მოიგო.

სანტუში პორტუგალიის ნაკრების რეკორდსმენია 

სტატიის ავტორი
-