საოცარი სახლი, რომელიც კრიშტიანუმ  კარანტინისთვის იქირავა

კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გამო, პორტუგალიელ ვარსკვლავს მადეირაზე კარანტინში ყოფნა უწევს. ამასთან დაკავშირებით რონალდუმ იქირავა საოცარი სილამაზის სახლი, რომელშიც კვირაში ერთხელ 3500 ევროს იხდის.

ეს არის საოცარი სახლი, რომელიც იმყოფება ატლანტის ოკეანის სანაპიროზე. რონალდუ იქ თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობს.

სახლი შედგება 6 საძინებელი ოთახისგან.

საოცარი სახლი, რომელიც კრიშტიანუმ კარანტინისთვის იქირავა 1
გულშემატკივარს ალბათ დააინტერესებს თუ რატომ მოუწია “იუვენტუსის” ფეხბურთელს სახლის ქირაობა. კორონავირუსის გამო, მადეირაში მდებარე რონალდუს სახლის ტერიტორია ჩაკეტილია და ხალხს არ უშვებენ. სწორედ ამიტომ პორტუგალიელი იძულებული გახდა მოეძებნა სხვა აპარტამენტები.

საოცარი სახლი, რომელიც კრიშტიანუმ კარანტინისთვის იქირავა 2

საოცარი სახლი, რომელიც კრიშტიანუმ კარანტინისთვის იქირავა 3

საოცარი სახლი, რომელიც კრიშტიანუმ კარანტინისთვის იქირავა 4

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ტურინის “იუვენტუსმა” მოთამაშეებს გამოუცხადა, რომ ისინი მალე უნდა დაბრუნდნენ ქვეყანაში და გაიარონ 14 დღიანი საკარანტინო პერიოდი, რათა მალე დაუბრუნდნენ ვარჯიშს. საინტერესოა რას გადაწყვეტს რონალდუ.

კრიშტიანუს სახლს ასევე აქვს დიდი აუზი, რომელიც მდებარეობს ბაღში, პალმის ხეებით გარშემო. აუზიდან რამდენიმე მეტრში, შესაძლებელია პირდაპირ ატლანტის ოკეანეს სანაპიროზე გასვლა. ბაღიდან სანაპირომდე საოცარი ხედი იშლება.

სახლში არის გასართობი ოთახი, სადაც პორტუგალიელს ბილიარდის თამაში შეუძლია.

საოცარი სახლი, რომელიც კრიშტიანუმ კარანტინისთვის იქირავა 5

სამზარეულო აღჭურვილია აბსოლიტურად ყველანაირი ტექნიკით.

საოცარი სახლი, რომელიც კრიშტიანუმ კარანტინისთვის იქირავა 6

ამ საოცარი აპარტამენტის გარშემო არის ბილიკი, სადაც რონალდუ ვარჯიშობს და მისი ოჯახი სასეირნოდ დადის.

საოცარი სახლი, რომელიც კრიშტიანუმ კარანტინისთვის იქირავა 7

საოცარი სახლი, რომელიც კრიშტიანუმ კარანტინისთვის იქირავა 8

ჯორჯიანა როდრიგესმა, თავის ინსტაგრამ გვერდზე განათავსა ვიდეო, სადაც შეგიძლიათ იხილოთ, თუ როგორ ვარჯიშობენ ის და რონალდუ.

საოცარი სახლი, რომელიც კრიშტიანუმ კარანტინისთვის იქირავა 9

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი ვარსკვლავი ამ საოცარ სახლში, კვირაში ერთხელ, 3500 ევროს იხდის.

საოცარი სახლი, რომელიც კრიშტიანუმ კარანტინისთვის იქირავა

სტატიის ავტორი
-