საფრანგეთისა და მაროკოს შეხვედრის მსაჯი ცნობილია

საფრანგეთსა და მაროკოს შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრას მექსიკელი მსაჯი, სესარ რამოსი გაუძღვება.

მისი ასისტენტები ალბერტო მორინი და მიგელ ერნანდესი იქნებიან.

მიმდინარე მუნდიალზე რამოსმა ჯგუფური ეტაპის ორ მატჩსა და მერვედფინალში (დანია 0:0 ტუნისი; ბელგია 0:2 მაროკო; პორტუგალია 6:1 შვეიცარია) იმსაჯა და ფეხბურთელებს 7 ყვითელი ბარათი უჩვენა.

საფრანგეთისა და მაროკოს მატჩი ოთხშაბათს, 14 დეკემბერს, 23:00 საათზეა ჩანიშნული.

საფრანგეთისა და მაროკოს შეხვედრის მსაჯი ცნობილია

სტატიის ავტორი
-