საქართველო საბერძნეთის მატჩზე მაყურებელთა 33 პროცენტი დაიშვება

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B-ჯგუფის შეხვედრაში, საქართველო საბერძნეთს დაუპირისპირდება. მატჩი 9 ოქტომბერს, ბათუმში გაიმართება. რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოსა და საბერძნეთის მატჩზე გულშემატკივართა 33% დაიშვება.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ აღნიშნა, რომ გულშემატკივართა 33% მატჩზე დასწრებას გარკვეული პირობებით შეძლებს.

“დაშვება მოხდება ერთი პირობით, მათ უნდა წარმოადგინონ ვაქციანციის დამადასტურებელი დოკუმენტი, 72-საათიანი ვალიდურობის პისიარ ტესტი, 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტის უარყოფითი პასუხი ან ბოლო ექვსი თვის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის გადატანის დამადასტურებელი ცნობა”, – აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.

საქართველოსა და საბერძნეთის საფეხბურთო მატჩი, 9 ოქტომბერს, 20:00 საათზე დაიწყება.

ფოტო: gff.ge

საქართველო საბერძნეთის მატჩზე მაყურებელთა 33 პროცენტი დაიშვება

სტატიის ავტორი
-