საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ფიასკო განიცადა

ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ელიტ-რაუნდი, საქართველოს ნაკრებისათვის კატასტროფულად დასრულდა. ელიტ-რაუნდის ჯგუფურ ეტაპზე, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა სამივე შეხვედრა დათმო და ქვეჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა.

დანიასთან (1:3) და რუსეთთან (1:7) მარცხის შემდეგ, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ესტონეთთან მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 0:1 დამარცხდა. ქვეჯგუფში ჩატარებულ სამ შეხვედრაში, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მხოლოდ 2 გოლის გატანა შეძლო – კარში კი 11 მიიღო.

 

 

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ფიასკო განიცადა

სტატიის ავტორი
-