საქართველოს მეტოქეები ერთა ლიგაზე ცნობილია

ამსტერდამმა ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს 44-ე კონგრესს უმასპინძლა, სადაც უეფას ერთა ლიგის 2020/2021 წლების სეზონის წილისყრა გაიმართა.

ცნობილი გახდა საქართველოს მეტოქეები ტურნირის C ლიგაში. “ჯვაროსნები” მე-2 ჯგუფში მოხვდნენ, სადაც  მაკედონიის, ესტონეთისა და სომხეთის ნაკრებებთან ერთად ითამაშებენ.

ერთა ლიგის მომდევნო სეზონის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრები 2020 წლის 3-5 სექტემბერს გაიმართება, დასკვნითი მატჩები კი – ამა წლის 15-17 ნოემბერს.

საქართველოს მეტოქეები ერთა ლიგაზე ცნობილია

სტატიის ავტორი
-