საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები სომხეთს დაუპირისპირდება

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები ახალი მთავარი მწვრთნელის მეთაურობით სადებიუტო მატჩებს გამართავს.

ირის ანტმანი გაწვრთნილი საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები, საერთაშორისო ამხანაგური მატჩების ეგიდით, 13 და 16 ივლისს სომხეთს დაუპირისპირდება. ორივე მატჩი თბილისში, “მიხეილ მესხის სტადიონზე” გაიმართება.

ამხანაგური შეხვედრები ქალთა ერთა ლიგის პირველი გათამაშებისთვის მოსამზადებელი ეტაპის ნაწილია. ახალ ტურნირზე საქართველოს ნაკრები ასპარეზობას მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყებს.

სომხეთთან მატჩებისთვის მზადება ჩვენმა გუნდმა 6 ივლისიდან, თბილისში დაიწყო. მოახლოებული შეხვედრებისთვის, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა ეროვნულ გუნდში 24 ფეხბურთელი გამოიძახა.

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები სომხეთს დაუპირისპირდება

სტატიის ავტორი
-