საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა

FIFA-ს განახლებული რეიტინგი გამოქვეყნდა, რომელშიც საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 3 პოზიციით დაწინაურდა. FIFA/Coca-Cola-ს განახლებულ რეიტინგში, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 93-ე პოზიციას იკავებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების პროგრესი UEFA-ს ერთა ლიგაზე ყაზახეთისა და ლატვიის წინააღმდეგ მოპოვებულმა გამარჯვებებმა განაპირობა. FIFA/Coca-Cola-ს რეიტინგის 92-ე პოზიციაზე ფარერები იმყოფება.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა

სტატიის ავტორი
-