საუკეთესო მოედანზე – რა შეფასება დაიმსახურა გიორგი მამარდაშვილმა ხეტაფესთან მატჩში?

ლა ლიგის 28-ე ტურის შეხვედრაში, “ვალენსიამ” “ხეტაფესთან” სტუმრად უგოლო ფრე – 0:0 ითამაშა.

მცირე ტრავმის გამო ერთი შეხვედრის გამოტოვების შემდეგ, ანდალუსიელთა ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა და სრულადაც ითამაშა საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა, რომელიც მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

საერთო ჯამში, 21 წლის გოლკიპერმა 5 ბურთი მოიგერია და ევროპის წამყვანი სპორტული სტატისტიკის მწარმოებელი კომპანიებისგან გამორჩეული შეფასებაც დაიმსახურა. პირველი ნახევრის შემდეგ, მამარდაშვილს Sofascore და Whoscored-ი 7.2 ქულით აფასებდნენ, რაც მოედანზე მყოფ 22 მოთამაშეს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო, საბოლოო ჯამში კი 8.1 ქულით, მამარდაშვილმა მატჩში ერთპიროვნულად, 28 ფეხბურთელს შორის პირველი ადგილი დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ “ვალენსიაში”, სადებიუტო მატჩის შემდეგ, რომელიც მამარდაშვილმა ლა ლიგის პირველ ტურში, სწორედ “ხეტაფეს” წინააღმდეგ ჩაატარა და 8.1 კოეფიციენტით შეფასება დაიმსახურა, ეს შედეგიანობის თვალსაზრისით, მისი საუკეთესო შეხვედრა იყო.

საუკეთესო მოედანზე - რა შეფასება დაიმსახურა გიორგი მამარდაშვილმა ხეტაფესთან მატჩში? 1

შედეგად, მამარდაშვილს “ვალენსიაში” უკვე 12 მატჩი დაუგროვდა, საიდანაც 6-ში კარის მშრალად შენახვა მოახერხა (5 ლა ლიგაში, 1 კოპა დელ რეიზე).

გიორგი მამარდაშვილის დეტალური სტატისტიკა “ხეტაფესთან” მატჩში:

მოგერიება: 6

საჯარიმოს შიგნიდან დარტყმულის მოგერიება: 3

ბურთთან შეხება: 39

პასის სიზუსტე:13/26 (50%)

შორეული დარტყმები: 8/21

მოგებული საჰაერო დუელები 1/1

გიორგი მამარდაშვილის გადაადგილების რუკა “ხეტაფესთან” მატჩში:

საუკეთესო მოედანზე - რა შეფასება დაიმსახურა გიორგი მამარდაშვილმა ხეტაფესთან მატჩში? 2

საუკეთესო მოედანზე – რა შეფასება დაიმსახურა გიორგი მამარდაშვილმა ხეტაფესთან მატჩში?

სტატიის ავტორი
-