“ვალენსიაში ბრუნდება, მაგრამ სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთი მთავარი ობიექტია” – ესპანური მედია მამარდაშვილის შესახებ
ესპანური მედია საქართველოს ნაკრების და “ვალენსიას” მეკარის, გიორგი მამარდაშვილის პოტენციური ტრანსფერის და “ვალენსიაში” წინასასეზონო მოსამზადებელი პერიოდის შეკრებაზე ჩასვლაზე წერს. “24 ივლისს, გიორგი მამარდაშვილი და ანდრე ალმეიდა სამედიცინო შემოწმებას გაივლიან და “ვალენსიას” შვეიცარიაში გასამართი წინასასეზონო მოსამზადებელ შეკრებაზე გამგზავრებამდე შეუერთდებიან. ორივე ფეხბურთელმა ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე ითამაშა და ტურნირზე თანაბარი დროის გატარება მოუწიათ. CIES Football Observatory-ის მიერ მომზადებულ უახლეს […]
ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალურმა გვერდმა საქართველოს ნაკრების და “ვალენსიას” მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს ვიდეო მიუძღვნა. ვიდეოს, რომელშიც 22 წლის ქართველი მეკარის გამორჩეული მომენტებია თავმოყრილი, ასეთი აღწერა აქვს: “მისი დამარცხება რთულია”. View this post on Instagram A post shared by LALIGA (@laliga) 2022/23 წლების სეზონში გიორგი მამარდაშვილმა “ვალენსიას” შემადგენლობაში 42 მატჩში 49 გოლი გაუშვა და 9-ჯერ კარის მშრალად […]
“მამარდაშვილის ბაიერნში ტრანსფერი ვალენსიას მოთხოვნაზეა დამოკიდებული” – ფაბრიციო რომანო
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და პოპულარული საფეხბურთო ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო საქართველოს ნაკრების და “ვალენსიას” მეკარის, გიორგი მამარდაშვილის მიუნხენის “ბაიერნში” პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს. “მეტი იან სომერის შესახებ. მის კონტრაქტში არის წასასვლელი პუნქტი, რომელიც საშუალებას აძლევს მას დატოვოს კლუბი იმავე საფასურით, რომელიც “ბაიერნმა” მის გასაფორმებლად გადაიხადა. “ბაიერნს” ჰყავს მამარდაშვილი სატრანსფერო სიაში, როგორც ახალი მეკარე, […]
CIES Football Observatory- მამარდაშვილი 25-წლამდე მეკარეთა ტოპ 5-შია
ფეხბურთის კვლევითმა ცენტრმა, CIES Football Observatory-მ, რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელიც ბოლო 1 წლის განმავლობაში, მსოფლიოს 75 ლიგაში ჩატარებული წუთებისა და სათამაშო დონის გათვალისწინებით, საუკეთესო 25-წლამდე მეკარეებს გამოარჩევს. სიაში მე-4 ადგილი საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,ვალენსიას” მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა დაიკავა, რომელმაც CIES Football Observatory-სგან 67 ქულა დაიმსახურა. ქართველი მეკარე მხოლოდ ჯანლუიჯი დონარუმას (79,8), ბენტო კრეპსკისა (ატლეტიკო პარანაენსე, […]
სპორტული მედია საქართველოს ნაკრებისა და “ვალენსიას” მეკარის, გიორგი მამარდაშვილის სავარაუდო ტრანსფერის შესახებ ახალ დეტალებს აქვეყნებს. როგორც ჩანს, “ღამურებისთვის” ფინანსური სარგებელის მიღება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ კლუბი მზადაა მამარდაშვილს 20-30 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელიოს. ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი – ფაბრიციო რომანო აღნიშნავს, რომ “ბაიერნი” გიორგი მამარდაშვილთან კონკრეტული მოლაპარაკებების დაწყებას უახლოეს დღეებში გეგმავს. “მიუნხენის “ბაიერნი” გიორგი მამარდაშვილთან კონკრეტული […]
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საფეხბურთო ჟურნალისტი – ფაბრიციო რომანო, ქართველ კოლეგაზე, ლაშა ქოქიაშვილზე დაყრდნობით წერს, რომ საქართველოს ნაკრების და “ვალენსიას” მეკარე, გიორგი მამარდაშვილი მიუნხენის “ბაიერნის” ინტერესების სფეროშია. “ექსკლუზივი – გიორგი მამარდაშვილი “ბაიერნის” სატრანსფერო სიაშია. ინგლისური და იტალიური კლუბების დაინტერესების შემდეგ, ქართველი მეკარის დამატებას კიდევ ერთი გრანდი ეცდება. “ბაიერნი” სხვადასხვა პრიორიტეტით არის დაკავებული, მაგრამ მამარდაშვილი სატრანსფერო […]
ესპანური მედია: “ვალენსიას მფლობელი მამარდაშვილის სატრანსფერო ფასის შემცირებას დათანხმდა”
ესპანური მედია საქართველოს ნაკრების და “ვალენსიას” მეკარის, გიორგი მამარდაშვილის სავარაუდო ტრანსფერის შესახებ ახალ დეტალებს აქვეყნებს. როგორც ირკვევა, “ღამურებისთვის” ყველანაირი ფინანსური სარგებელი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ გიორგი მამარდაშვილის სატრანსფერო ფასი დაწიეს. “მას შემდეგ, რაც “ვალენსიასთვის” ოფიციალური შეთავაზებით არ მიუმართავთ, კლუბმა გადაწყვიტა, რომ 30 მილიონ ევროს თანხა დააკლონ და ახალი საფასური ალბათ იქნება ისეთი, რომელიც მათი და ფეხბურთელის […]
“ვალენსიას”, მადრიდის “რეალის” და ესპანეთის ნაკრების ლეგენდარულმა მეკარემ, სანტიაგო კანისარესმა “ღამურებისა” და საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი კარის დარაჯის, გიორგი მამარდაშვილის კარიერული მომავლის შესახებ იტალიურ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა. “ის არის შესანიშნავი მეკარე, შესანიშნავი დონის. და როდესაც ასეთი ახალგაზრდა ასაკის მქონე მეკარე ყოველწლიურად უფრო მეტად იხვეწება ეს ნიშნავს იმას, რომ ის ფიქრობს: “მე ვარ კონცენტრირებული”. ამიტომ, შეუძლებელია დღეს იმის […]
კეპას შეცვლის მთავარი კანდიდატი – ლონდონელები მამარდაშვილის დასამატებლად გააქტიურდნენ
ბრიტანული მედია საქართველოს ეროვნული და 21-წლამდელთა ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ ინფორმაციას აქტიურად ავრცელებს. “ვალენსიას” მეკარე მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დროს ევროპულ ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოთამაშეა და მისი დამატებით არაერთი გრანდი ინეტერესდება, ამჯერად კი როგორც ირკვევა, აქტიურ ფაზაში ლონდონის “ჩელსი” შევიდა. “მაურისიო პოჩეტინოსთვის კეპა არისაბალაგა პირველი არჩევანი არ იქნება, მის შემცვლელად კი “ვალენსიას” ახალგაზრდა […]
ინტერი ონანას შემცვლელად გიორგი მამარდაშვილს განიხილავს
იმ შემთხვევაში თუ ,,ინტერს” ანდრე ონანა დატოვებს, მილანური გუნდი გიორგი მამარდაშვილის ან იან ზომერის გადაბირებას შეეცდება. ინფორმაციას La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, კამერუნელი მეკარით პრემიერლიგის გუნდები, ,,მანჩესტერ იუნაიტედი” და ,,ჩელსი” ინტერესდებიან. ,,ახალგაზრდა მეკარე, რომელსაც დიდი პერსპექტივა აქვს, საერთაშორისო რეპუტაციის მქონე ვეტერანის წინააღმდეგ. ,,ინტერის” დაცვის ხაზისთვის ორივე გარანტიაა, მაგრამ ონანას მემკვიდრეობა, პირველ თვეებში […]
ვალენსიამ მამარდაშვილის შემცვლელი აირჩია და ტრანსფერზე მუშაობას შეუდგა
საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი “ვალენსიას” მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დროს რომ დატოვებს, ეს თითქმის გადაწყვეტილი ამბავია. მთელი წლის განმავლობაში აქტიური საუბარი მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, რომ 22 წლის ქართველი მეკარე კლუბს შეიცვლის, ბოლო რამდენიმე დღე კი განსაკუთრებულად ლონდონის “ტოტენჰემი” გააქტიურდა, რომელიც ფეხბურთელის დამატებით უკვე დიდი ხანია ინტერესდება. როგორც უახლოესი საათების განმავლობაში ესპანურ მედიაში გავრცელებული ცნობებით […]
“ტოტენჰემი მამარდაშვილს დაუკავშირდა” – ფაბრიციო რომანო
უგო ლორისის მთავარ შემცვლელად “ბრენტფორდის” დავიდ რაია განიხილება, თუმცა, ორ კლუბს შორის სატრანსფერო ღირებულებაზე შეთანხმების მიღწევა ვერ ხერხდება. “ტოტენჰემს” რაიას სანაცვლოდ 40 მილიონი ფუნტის გადახდა არ სურს. აღნიშნულიდან გამომდინარე, “სპურსის” მესვეურები გიორგი მამარდაშვილს დაუკავშირდნენ. ინფორმაციას ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი – ფაბრიციო რომანო ავრცელებს. ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც მამარდაშვილი “ტოტენჰემს” დაუკავშირეს. ბრიტანულ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, […]