საუკეთესო შეფასება – მიქაუტაძე ტურის სიმბოლურ გუნდშია

გიორგი მიქაუტაძე ბელგიის ჩემპიონატის მე-10 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

ქართველმა ფეხბურთელმა გუშინ “სერენში” დაბრუნების შემდეგ მეორე ჰეთ-თრიქი შეასრულა. გიორგიმ “ვარეგემის” კარში გოლები მე-8, 71-ე და 81-ე წუთებზე გაიტანა.

20 წლის ფორვარდი Sofascore-მ 9.2 ქულით შეაფასა, რაც თანაგუნდელ ბერნიესთან ერთად ტურში ყველაზე მაღალია.

საუკეთესო შეფასება - მიქაუტაძე ტურის სიმბოლურ გუნდშია 1

აღსანიშნავია, რომ მიქაუტაძემ ბელგიის იუპერლიგის 4 თამაშში თავი უკვე 4-ჯერ გამოიჩინა.

 

საუკეთესო შეფასება – მიქაუტაძე ტურის სიმბოლურ გუნდშია

სტატიის ავტორი
-