სეარას პრეზიდენტი: ,,გუშინ დამირეკეს და რიბერის გაფორმება შემომთავაზეს, არც ვიცოდი, რომ ისევ თამაშობდა”

,,სეარას” პრეზიდენტმა, რობინსონ დე კასტრომ, განაცხადა, რომ ბრაზილიურ გუნდს ,,სალერნიტანას” შემტევის, ფრანკ რიბერის გაფორმება შესთავაზეს:

,,გუშინ დამირეკეს და რიბერის გაფორმება შემომთავაზეს, არც ვიცოდი, რომ ისევ თამაშობდა.

ვეცდებით თუ არა მის გადაბირებას? არ ვიცი…” – დე კასტროს სიტყვებს Globo Esporte ციტირებს.


მიმდინარე სეზონში რიბერის ანგარიშზე ,,სალერნიტანას” მაისურით ჩატარებულ 12 შეხვედრაში 2 საგოლე გადაცემაა. 38 წლის ფეხბურთელს იტალიურ გუნდთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

,,სეარამ” ბრაზილიის ჩემპიონატის გასული სეზონი 50 ქულით ცხრილის მე-11 პოზიციაზე დაასრულა.


სეარას პრეზიდენტი: ,,გუშინ დამირეკეს და რიბერის გაფორმება შემომთავაზეს, არც ვიცოდი, რომ ისევ თამაშობდა”

სტატიის ავტორი
-