გაბრაზებული ფანი სევილიას მეკარეს თავს დაესხა | VIDEO

UEFA-ს ევროპა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრაში, “პსვ”-სა და “სევილიას” დაპირისპირება შედგა. ეინდჰოვენში, “Philips Stadion”-ზე გამართული მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

საკუთარ კედლებში მოპოვებული გამარჯვება “პსვ”-სთვის საკმარისი არ აღმოჩნდა იმისათვის, რომ მომდევნო ეტაპზე გასულიყო. ნიდერლანდური კლუბი ორი მატჩის ჯამში 2:3 დამარცხდა და ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირს გამოეთიშა.

მატჩის მსვლელობისას, იმ დროს, როდესაც მასპინძლები 1:0 იმარჯვებდნენ, უსიამოვნო ინციდენტი მოხდა. “სევილიას” კიპერის ქმედებებით უკმაყოფილო გულშემატკივარი მოედანზე შეიჭრა და მარკო დმიტროვიჩს ფიზიკურად დაუპირისპირდა. გაბრაზებულმა ფანმა სერბ კიპერს მუშტი დაარტყა, რის შემდეგაც დმიტროვიჩმა მისი წაქცევა შეძლო და სტადიონის უსაფრთხოების თანამშღომლების მისვლამდე თავდამსხმელი გააკავა.

https://twitter.com/brfootball/status/1628854691533672448

მატჩის დასრულების შემდეგ სერბმა კიპერმა ინციდენტთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ როდესაც თავს ესხმიან, ის დამნაშავეს ყოველთვის საკადრის პასუხს სცემს.

გაბრაზებული ფანი სევილიას მეკარეს თავს დაესხა | VIDEO

სტატიის ავტორი
-