სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი – მიქაუტაძე მოედანზე საუკეთესო იყო

ბელგიის ჩემპიონატის 24-ე ტურის შეხვედრაში, “სერენმა” “ბეერშოსტი” – 2:1 დაამარცხა.

გიორგი მიქაუტაძის მე-12 გოლი მიმდინარე სეზონში | VIDEO

შეხვედრაში ანგარიში გიორგი მიქაუტაძემ გახსნა. საქართველოს ნაკრების 21 წლის თავდამსხმელმა მე-40 წუთზე 11-მეტრიანი დარტყმა ზუსტად შეასრულა. გარდა გოლისა, ქართველ ტალანტს რამდენიმე გამორჩეული ეპიზოდი ჰქონდა, როცა ბრწყინვალე გოლის გატანამდე სულ ცოტა დააკლდა.

ბრწყინვალე ფინტები: მიქაუტაძეს შესანიშნავ გოლამდე სულ ცოტა დააკლდა | VIDEO

მთლიანობაში, საფრანგეთში დაბადებული ქართველი ფეხბურთელი მოედანზე მყოფთა შორის საუკეთესო იყო და მისი გარჯა ევროპის წამყვანმა სტატისტიკურმა კომპანიებმა მაღალი კოეფიციენტებით შეაფასეს.

Whoscored-ის ვერსიით, მიქაუტაძემ 7.9, ხოლო Sofascore-ის აზრით 7.4 კოეფიციენტი დაიმსახურა.

გიორგი მიქაუტაძის დეტალური სტატისტიკა ასე გამოიყურება:

კარში დარტყმა: 3/3

მოგერიებული დარტყმა: 1

წარმატებული დრიბლინგი: 3/5

ბურთთან შეხება: 40

პასის სიზუსტე: 19/23 (80%)

საკვანძო პასი: 1

მოგებული ორთაბრძოლები მიწაზე: 3/8

მოგებული ორთაბრძოლები ჰაერში: 2/7

დაკარგვა: 8

ჯარიმა: 2

სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი – მიქაუტაძე მოედანზე საუკეთესო იყო

სტატიის ავტორი
-