სეზონში მეოთხედ: ხვიჩა კვარაცხელია თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

საქართველოს ნაკრების შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის “რუბინის” გულშემატკივრებმა საყვარელი კლუბის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

აღსანიშნავია, რომ 20 წლის ქართველ ტალანტს მხარი “რუბინის” სოციალურ ქსელში გამართული გამოკითხვის მონაწილეთა 90%-მა დაუჭირა.

აპრილის თვეში კვარაცხელიამ “რუბინის” მაისურით სამ შეხვედრაში ითამაშა და სამივე მათგანი მისმა გუნდმა გამარჯვებით დაასრულა, აქედან ერთში გადამწყვეტი გოლი ხვიჩამ თავად გაიტანა.

ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით ბუნდესლიგის 3 გრანდი დაინტერესდა

2020/21 წლების სეზონში ხვიჩა კვარაცხელია “რუბინის” საუკეთესო მოთამაშედ სამჯერ – აგვისტოში, სექტემბერსა და ოქტომბერში დაასახელეს.

მიმდინარე სეზონში ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე “რუბინის” მაისურით ჩატარებულ 23 შეხვედრაში 4 გოლი  და 8 საგოლე გადაცემაა. მან 2021 წელს ეროვნული გუნდის ორ შეხვედრაში შეძლო თავის გამოჩენა და მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, ესპანეთისა და საბერძნეთის ნაკრებების კარი დალაშქრა. 20 წლის შემტევს რუსულ გუნდთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს.

სეზონში მეოთხედ: ხვიჩა კვარაცხელია თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

სტატიის ავტორი
-