შალკესა და ლევერკუზენის მატჩის დროს ტრიბუნაზე გულშემატკივარი გარდაიცვალა

,,შალკესა” და ,,ლევერკუზენს” შორის ბუნდესლიგის 26-ე ტურის შეხვედრის დროს, ტრიბუნაზე გულშემატკივარი გარდაიცვალა. ინფორმაცია გელზენკირხენულმა გუნდმა დაადასტურა:

,,ასეთ დროს ფეხბურთი მეორე პლანზე გადადის. სამხრეთ ტრიბუნაზე მაყურებელი ცუდად გახდა, სამწუხაროდ, ექიმების ყველა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.

მის ოჯახს გულწრფელ თანადგომას ვუცხადებთ,” – წერია გუნდის განცხადებაში.

გერმანიის ბუნდესლიგის 26-ე ტურში ,,შალკემ” ,,ლევერკუზენს” უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა.

ტომას რაისის გუნდს 21 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ბოლოსწინა, მე-17 პოზიციაზეა.

შალკესა და ლევერკუზენის მატჩის დროს ტრიბუნაზე გულშემატკივარი გარდაიცვალა

სტატიის ავტორი
-