,,შეძლებენ საბა ლობჟანიძე და ჰატაისპორი სენსაციური ამბის დასრულებას?” – FIFA.com

თურქეთის სუპერლიგის მიმდინარე სეზონში წარმატებით ასპარეზობს ,,ჰატაისპორი”, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, საბა ლობჟანიძე თამაშობს.

დღეს თურქულმა გუნდმა ,,ბეშიქთაშს” უმასპინძლა და ქართველი ფეხბურთელის გოლით 1:0 დაამარცხა.

,,ჰატაისპორის” ბოლოდროინდელ შედეგებს ფიფას ტვიტერის ოფიციალური გვერდი გამოეხმაურა. FIFA.com-ის პოსტში საბა ლობჟანიძეცაა ნახსენები:

2007/08 წლების სეზონი: დაქვეითდა თურქეთის მოყვარულთა ლიგაში.

2019/20 წლების სეზონი: პირველად ისტორიაში სუპერლიგაში დაწინაურდა

2021/22 წლების სეზონი: ტიტულისთვის იბრძვის.

შეძლებენ საბა ლობჟანიძე და ჰატაისპორი სენსაციური ამბის დასრულებას? – წერს FIFA.com-ი


თურქეთის სუპერლიგის 11 ტურის შემდეგ, ,,ჰატაისპორი” 23 ქულით ცხრილის მეორე პოზიციაზეა და ლიდერ ,,ტრაბზონსპორს” 4 ქულით ჩამორჩება. მიმდინარე სეზონში საბა ლობჟანიძის ანგარიშზე 4 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.


,,შეძლებენ საბა ლობჟანიძე და ჰატაისპორი სენსაციური ამბის დასრულებას?” – FIFA.com

სტატიის ავტორი
-