,,შენ მესისთან არ გითამაშია” – აგუეროს პასუხი ფეხბურთელს, რომელმაც რონალდუს საუკეთესო უწოდა

არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, სერხიო აგუერო, ,,მანჩესტერ იუნაიტედის” ახალგაზრდული გუნდის შემტევის, ალეხანდრო გარნაჩოს ინსტაგრამ-პოსტს გამოეხმაურა.

,,ნორვიჩთან” მატჩში გაფორმებული ჰეთთრიკის შემდეგ, ,,წითელი ეშმაკების” ვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ, გარნაჩოს ბურთი აჩუქა, რისი ამსახველი ფოტოც 17 წლის ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და დაწერა – ,,ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი.”

გარნაჩოს სურათზე მალევე აგუერომ დააკომენტარა – ,,საუკეთესოსთან ჯერ არ გითამაშია – მესისთან,” – არგენტინელის კომენტარს 250 ათასამდე მოწონება აქვს.


,,შენ მესისთან არ გითამაშია” – აგუეროს პასუხი ფეხბურთელს, რომელმაც რონალდუს საუკეთესო უწოდა

სტატიის ავტორი
-