ინგლისურმა მედიამ შოთა არველაძე ინგლისის ჩემპიონშიფის მესამე ტურის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა.
The Football League Paper-მა, რომელიც ინგლისის რანგით მეორე, მესამე და მეოთხე ლიგას აშუქებს, ჩემპიონშიფის მესამე ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა, სადაც მწვრთნელად “ჰალ სიტის” ქართველი თავკაცი, შოთა არველაძე აირჩია.
CHAMPIONSHIP TEAM OF THE DAY
Top boss: Shota Arveladze, @HullCity pic.twitter.com/oV8qq0EjBM
— The Football League Paper (@TheLeaguePaper) August 15, 2022
საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის გუნდმა პრემიერ ლიგიდან დაქვეითებული “ნორვიჩი” – 2:1 დაამარცხა.
არველაძის გუნდს ჩემპიონშიფში შესანიშნავი სტარტი აქვს – 3 ტურში ორი გამარჯვება და 1 ფრე, ამ მაჩვენებლით “ჰალი” 7 ქულას ფლობს და მეორე პოზიციას იკავებს.
შემდეგ შეხვედრას “ჰალ სიტი” 16 აგვისტოს, ინგლისური ფეხბურთის ელიტიდან დაქვეითებული კიდევ ერთი კლუბის, “ბარნლის” წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.