შოთა არველაძე: “ჩვენი დღე არ იყო, ეს მატჩი რაც შეიძლება მალე დავივიწყოთ”
ინგლისის ჩემპიონშიფის მე-10 ტურში “სტოკ სიტისთან” მარცხის და ზედიზედ 3 წაგებული მატჩის შემდეგ, “ჰალ სიტის” ქართველმა მთავარმა მწვრთნელმა, შოთა არველაძემ ინგლისურ მედიასთან კომენტარი გააკეთა. “ბევრი რამის თქმა არ შემიძლია. სამწუხაროდ, დღეს ჩვენი დღე არ იყო. საშინაო კედლებში ისევ ვერ ვაჩვენეთ კარგი თამაში. დღეს ჩვენ მომენტების შექმნაში გვიჭირდა. გვსურდა, რომ უფრო მეტად შეგვეტია და უფრო მწვავედ, […]
შოთა არველაძე: “ბარნლი ჩქარობდა და ღელავდა, ჩვენ კი ამით ვისარგებლეთ”
ინგლისის ჩემპიონშიფის მეოთხე ტურის დაპირისპირებაში შოთა არველაძის გავწრთნილი “ჰალ სიტი” ბელგიის ნაკრებისა და “მანჩესტერ სიტის” ყოფილი კაპიტნის, ვენსან კომპანის “ბარნლის” სტუმრად დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ – 1:1 დასრულდა. მატჩის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა კომენტარი გააკეთა. ფრე ვენსან კომპანის გუნდთან და წაუგებელი სტარტი – არველაძის გუნდი ლიდერებს შორისაა “ამ შედეგს ვეგუები. ჩვენ ვიცით, […]
ფრე ვენსან კომპანის გუნდთან და წაუგებელი სტარტი – არველაძის გუნდი ლიდერებს შორისაა
საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის, შოთა არველაძის გაწვრთნილმა “ჰალ სიტიმ” ინგლისის ჩემპიონშიფში 2022/23 წლების სეზონში გამოსვლა შთამბეჭდავად დაიწყო და მნიშვნელოვანი ქულების მოპოვება შეძლო. მეოთხე ტურის დაპირისპირებაში არველაძის გუნდი ბელგიის ნაკრების და “მანჩესტერ სიტის” ყოფილი კაპიტნის, ვენსან კომპანის გაწვრთნილ “ბარნლის” სტუმრად დაუპირისპირდა, რომელიც ინგლისური ფეხბურთის ელიტიდან მიმდინარე სეზონში დაქვეითდა და საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში საბრძოლო ფრეს – […]
შოთა არველაძე ჩემპიონშიფში მესამე ტურის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
ინგლისურმა მედიამ შოთა არველაძე ინგლისის ჩემპიონშიფის მესამე ტურის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა. The Football League Paper-მა, რომელიც ინგლისის რანგით მეორე, მესამე და მეოთხე ლიგას აშუქებს, ჩემპიონშიფის მესამე ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა, სადაც მწვრთნელად “ჰალ სიტის” ქართველი თავკაცი, შოთა არველაძე აირჩია. CHAMPIONSHIP TEAM OF THE DAY Top boss: Shota Arveladze, @HullCity pic.twitter.com/oV8qq0EjBM — The Football League Paper […]
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის შეხვედრაში, “დინამო ბათუმი” ბრატისლავის “სლოვანს” დაუპირისპირდება. ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის 2022 წლის ამ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დაპირისპირებას, საკმაოდ გამოცდილი არბიტრი დევიდ კუტი უხელმძღვანელებს. ინგლისელი მსაჯი 2018 წლიდან მოყოლებული მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო ჩემპიონატის, ინგლისის პრემიერლიგისა და ასევე ჩემპიონშიფის შეხვედრებს ემსახურება. FIFA-ს პირველი კატეგორიის არბიტრს პრემიერ ლიგაში დებიუტი 4 წლის წინ […]
ტურის საუკეთესო მწვრთნელი – არველაძე სიმბოლურ გუნდში მოხვდა
“ჰალ სიტის” ქართველი მთავარი მწვრთნელი, შოთა არველაძე ინგლისის ჩემპიონშიფის 44-ე ტურის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა. საუკეთესო თერთმეტეული ინგლისურმა გამოცემა The Football League Paper-მა გამოაქვეყნა. სიმბოლურ გუნდში “ჰალ სიტის” 3 ფეხბურთელი მოხვდა, სათამაშო კვირის გამორჩეულ მწვრთნელად კი საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი დასახელდა. ‘ Top Boss – Hull City’s Shota Arveladze pic.twitter.com/nDGCF3y6K3 — The Football League Paper (@TheLeaguePaper) April […]
ინგლისის ჩემპიონშიფის 38-ე ტურის შეხვედრაში “ქოვენთრის” წინააღმდეგ – 2:0 გამარჯვების შემდეგ, “ჰალ სიტის” ქართველმა მთავარმა მწვრთნელმა, შოთა არველაძემ კომენატარი გააკეთა. “ვიცით, რომ გულშემატკივრების წინაშე, საშინაო კედლებში კარგი თამაში გვმართებს და ეს მატჩი მნიშვნელოვან გზავნილს მისცემს მათ, რომ დაბრუნდნენ და ჩვენს გვერდით იყვნენ. ჩვენი საშინაო თამაშები არ არის ისეთივე კარგი, როგორც ეს გასვლით მატჩებში ხდება, მაგრამ არა მგონია, […]
მესამე გამარჯვება – შოთა არველაძის ჰალმა ქოვენთრი დაამარცხა
საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა, შოთა არველაძემ, ინგლისის ჩემპიონშიფში მთავარი მწვრთნელის რანგში უკვე მესამე შეხვედრის მოგება მოახერხა. ეს 38-ე ტურის შეხვედრაში მოხდა, სადაც “ჰალ სიტიმ” “ქოვენთრი” სტუმრად – 2:0 დაამარცხა და ორმატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა. 49 წლის ქართველი სპეციალისტის გუნდმა შეხვედრის მოგება პირველსავე ტაიმში მოახერხა, როცა მეოთხე და 28-ე წუთებზე მეტოქის კარში 2 უპასუხო […]
შოთა არველაძემ ფულემთან მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა
ინგლისის ჩემპიონშიფის 32-ე ტურის შეხვედრაში, გათამაშების ერთპიროვნული ლიდერის, “ფულემის” წინააღმდეგ (0:1) მარცხის შემდეგ, “ჰალ სიტის” ქართველმა მთავარმა მწვრთნელმა, შოთა არველაძემ კომენტარი გააკეთა. “ყველანი იმედგაცრუებულები ვართ, რადგან ქულა რომ მოგვეპოვებინა, ვფიქრობ, ყველა იტყოდა, რომ ეს დავიმსახურეთ. ეს არის ფეხბურთი და ჩვენ ვითამაშეთ ლიგის საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ. თუ სტატისტიკას ჩახედავთ, აღმოაჩენთ, რომ მათ ჩემპიონშიფში ყველაზე მეტი გოლი […]
შოთა არველაძემ დერბისთან მარცხის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა
ინგლისის ჩემპიონშიფის 31-ე ტურის შეხვედრის შემდეგ, რომელშიც “დერბი ქაუნთიმ” საშინაო კედლებში “ჰალ სიტი” – 3:1 დაამარცხა, სტუმარი გუნდის ქართველმა მთავარმა მწვრთნელმა, შოთა არველაძემ კომენტარი გააკეთა. “პირველი გოლის შემდეგ ყველა ბურთი დავკარგეთ. ყოველი მეორე ბურთი, ყოველი დუელი, ყოველი ნახტომი “დერბის” გამარჯვებით სრულდებოდა და ეს რთული იყო. როდესაც ისინი მეორე გოლს იტანდენ, ეს ჩვენი მცველებისა და მეკარის […]
შოთა არველაძე: “თამაშის ხარისხი გვაინტერესებს, მაგრამ ქულების მოპოვებაც აუცილებელია”
“ჰალ სიტიში” დანიშნულმა შოთა არველაძემ კარგად დაიწყო. საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა ინგლისური კლუბის მთავარი მწვრთნელის რანგში ჩატარებული პირველი შეხვედრა ჩემპიონშიფის 28-ე ტურის ეგიდით, “სუონსი სიტის” წინააღმდეგ (2:0) მოიგო და ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე ფეხბურთელის დამატებაც მოახერხა. ამ თემების შესახებ 48 წლის ქართველმა სპეციალისტმა “ჰალ სიტის” ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუში ისაუბრა. “ამ ოთხი ტრანსფერის განხორციელების შემდეგ ჩვენ ცოტათი […]