შოთა არველაძე კორონავირუსით დაინფიცირდა

უზბეკური მედიის ინფორმაციით, ტაშკენტის “ფახთაქორის” მთავარ მწვრთნელს – შოთა არველაძეს კორონავირუსი დაუდგინდა

უზბეკური მედიის ინფორმაციით, არველაძე იზოლაციაშია. ის ფახთაქორს აზიის ჩემპიონთა ლიგის მატჩში ვერ უხელმძღვანელებს. მატჩი დღეს, 23 სექტემბერს გაიმართება: “ფახთაქორი” აზიის ჩემპიონთა ლიგის ფინალურ რაუნდში “შაჰრი ჰუდრუს” დაუპირისპირდება.

აღსანიშნავია, რომ “ფახთქორში” ეს კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა არაა: არველაძის გუნდის 5 ფეხბურთელს კორონავირუსი 19 ივლისს დაუდასტურდა.

ამ ფაქტს სოციალურ ქსელში თავად შოთა არველაძე გამოეხმაურა და მან პირველი კომენტარი გააკეთა

შოთა არველაძე კორონავირუსით დაინფიცირდა

სტატიის ავტორი
-