შოთა არველაძე მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად მარადონას ხსოვნისადმი მიძღვნილ მატჩში ითამაშებს

ხვალ, 14 ნოემბერს, რომში, ,,სტადიო ოლიმპიკოზე”, დიეგო მარადონას ხსოვნისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო მატჩი (We Play For Peace) გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი – შოთა არველაძეც მიიღებს.

,,საქველმოქმედო მატჩებში თამაში ყოველთვის სასიამოვნო გამოცდილებაა. მოხარული ვარ, რომ მშვიდობისთვის ვითამაშებ! გელით ,,სტადიო ოლიმპიკოზე”!” – დაწერა არველაძემ სოციალურ ქსელში.

ხვალინდელ შეხვედრაში მსოფლიო ფეხბურთის არაერთი ლეგენდა (მათ შორის რონალდინიო, ჯანლუიჯი ბუფონი, ფაბიო კანავარო, მიროსლავ კლოზე) ითამაშებს.


შოთა არველაძე მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად მარადონას ხსოვნისადმი მიძღვნილ მატჩში ითამაშებს

სტატიის ავტორი
-