შოთა არველაძე: “ქეცბა გილოცავ, გვჯერა შენი და გგულშემატკივრობთ!”

კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციამ ბოლო პერიოდის განმავლობაში მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა – საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, თემურ ქეცბაია კვიპროსის ეროვნული გუნდის ხელმძღვანელი გახდა.

თემურ ქეცბაიას კვიპროსის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმციას, შოთა არველაძე გამოეხმაურა, რომელმაც ქართველ სპეციალისტს წარმატება უსურვა.


შოთა არველაძე: "ქეცბა გილოცავ, გვჯერა შენი და გგულშემატკივრობთ!" 1


გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, ქეცბაია კვიპროსის ნაკრებს 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასრულებამდე უხელმძღვანელებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თემურ ქეცბაიას ექნება შესაძლებლობა, სხვა კლუბის ან ნაკრების დაინტერესების შემთხვევაში, კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობა შეაჩეროს.

შოთა არველაძე: “ქეცბა გილოცავ, გვჯერა შენი და გგულშემატკივრობთ!”

სტატიის ავტორი
-