შოთა არველაძის წარმატებული დებიუტი – ჰალმა შინ სუონსის მოუგო | VIDEO

ინგლისის ჩემპიონშიფის 29-ე ტურში ,,ჰალ სიტის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე შოთა არველაძის დებიუტი შედგა. ქართველი სპეციალისტის გუნდმა ,,სუონსის” უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში მე-5 წუთზე გაიხსნა – თავი ტომ ივსმა გამოიჩინა, რომელმაც ბრენდონ ფლემინგის გადაცემით ისარგებლა. 12 წუთში მასპინძლებმა მეორე გოლი გაიტანეს – კინ ლუის-პოტერმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მეორე ნახევარში ,,სუონსი” უპირატესობა ფლობდა, თუმცა ,,გედებმა” გოლის გაქვითვა ვერ შეძლეს.

,,ჰალ სიტის” 28 ჩატარებული მატჩის შემდეგ 32 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-18 პოზიციაზეა. არველაძის გუნდი მომავალ შეხვედრას 5 თებერვალს ,,პრესტონთან” შინ გამართავს.


შოთა არველაძის წარმატებული დებიუტი – ჰალმა შინ სუონსის მოუგო | VIDEO

სტატიის ავტორი
-