სილვა თანაგუნდელის მულტფილმის გმირთან შედარებისთვის დაისაჯა

“მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელი, ბერნანდუ სილვა სოციალურ ქსელში განთავსებული პოსტის გამო 50 000 ფუნტით დაისაჯა. 25 წლის ნახევარმცველმა 1-მატჩიანი დისკვალიფიკაციაც მიიღო.

22 სექტემბერს სილვამ Twitter-ში ფერადკანიანი თანაგუნდელის, ბენჟამინ მენდის ბავშვობის ფოტო გამოაქვეყნა და ის მულტფილმის ერთ-ერთ გმირს შეადარა.

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ სილვას ხუმრობა რასიზმში ჩაუთვალა, მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიელს პეპ გვარდიოლა და თავად, მენდი უჭერდა მხარს.

სილვა თანაგუნდელის მულტფილმის გმირთან შედარებისთვის დაისაჯა 1

სილვა თანაგუნდელის მულტფილმის გმირთან შედარებისთვის დაისაჯა

სტატიის ავტორი
-