ოფიციალურად: სიტი – რეალი გადაიდო

დღეს დადასტურდა, რომ მადრიდის “რეალის” კალათბურთის გუნდის ერთ-ერთ წევრს კორონავირუსი დაუდგინდა.

სწორედ ამ ფაქტის გამო, მადრიდის “რეალის” საკალათბურთო გუნდი კარანტინშია, ხოლო საფეხბურთო გუნდის მოთამაშეები და სამწვრთნელო შტაბის წევრები, თავად კლუბმა 15 დღით დაითხოვა და მოთამაშეები თვითიზოლაციას სახლებში გაივლიან.

აქვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური მატჩი “სიტი” – “რეალი” უცნობი დროით გადაიდო.

ოფიციალურად: სიტი – რეალი გადაიდო

სტატიის ავტორი
-