ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალურ შეხვედრაში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა დასანანი მარცხი განიცადა.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ისრაელთან თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდა და ევროპირველობაზე ასპარეზობა დაასრულა.
მატჩის დასრულების შემდეგ, საბა ხვადაგიანმა Facebook-ის გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა, რომელშიც გულშემატკივრებს, თანაგუნდელებსა და სამწვრთნელო შტაბს მიმართა.
საბა ხვადაგიანი: “პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ბიჭებს მთლიანად სტაფსა და გუნდს. ძალიან ბევრი გააკეთეს და მადლობა ამისთვის. მადლობა იმ უზარმაზარ გულშემატკივარს, რომელთან ერთადაც წარმოუდგენელი დღეები გავატარეთ – მაგრები ხართ, თქვენს გარეშე და ჩვენი ერთიანკბის გარეშე ამდენს ვერ გავაკეთებდით. ბოდიშს ვუხდი ჩემ ბიჭებს და ხალხს. ურთულესი დღე მაქვს და ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს – სიტყვები არ მყოფნის. მადლობა ყველას”.
!["სიტყვები არ მყოფნის, მადლობა ყველას" - საბა ხვადაგიანი 1 "სიტყვები არ მყოფნის, მადლობა ყველას" - საბა ხვადაგიანი 1](https://www.belive.ge/wp-content/uploads/2023/07/EE3DBA63-E47D-452E-A4B4-0B2351EC5F8C.jpeg)