სკალონი: ,,როცა მოედანზე გადიხარ იმის ცოდნით, რომ ყველაფერს ან ვერაფერს მიიღებ, ძალიან რთულია”

არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ, მექსიკასთან მოგებული მატჩი შეაფასა:

,,ეს ამაღელვებელია. ოჯახი ნერვიულობს, მეგობრები ნერვიულობენ… როცა მოედანზე გადიხარ იმის ცოდნით, რომ ყველაფერს ან ვერაფერს მიიღებ, ძალიან რთულია, მაგრამ ჩემმა ფეხბურთელება იცოდნენ, როგორ გამკლავებოდნენ ამას.

ვიცოდით, როგორი რთული თამაში იყო და პირველი ტაიმის შემდეგ, ფეხბურთელებს მოთმინება ვთხოვეთ. ჩვენ გვყავს შესანიშნავი მოთამაშეები და ლეო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს სიხარულს ვგრძნობთ, მაგრამ ხვალ შემდეგი შეხვედრისთვის მზადება უნდა დავიწყოთ,” – განაცხადა სკალონიმ.

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში არგენტინამ მექსიკას 2:0 მოუგო.

,,ალბისელესტე” მომავალ შეხვედრას ოთხშაბათს, 30 ნოემბერს, პოლონეთის წინააღმდეგ გამართავს.

სკალონი: ,,როცა მოედანზე გადიხარ იმის ცოდნით, რომ ყველაფერს ან ვერაფერს მიიღებ, ძალიან რთულია”

სტატიის ავტორი
-