ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის 2 მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება

კორონავირუსმა მარტის სანაკრებო თამაშებამდეც მიაღწია. როგორც მოგეხსენებათ, თვის ბოლოს ევროპის ჩემპიონატის საგზურები გათამაშდება.

მატჩებამდე 16 დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ სოფიაში, ბულგარეთსა და უნგრეთს შორის გასამართი შეხვედრა დახურულ კარს მიღმა ჩატარდება.

ამავდროულად, მაყურებელი ვერ შეძლებს დასწრებას სლოვაკეთისა და ირლანდიის დაპირისპირებაზე.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ბულგარეთში კორონავირუსის 4, ხოლო სლოვაკეთში – 7 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ჯერჯერობით უცნობია, მოახერხებს თუ არა გულშემატკივარი 26 მარტს, საქართველოსა და ბელარუსის ნაკრების შეხვედრაზე დასწრებას.

 

ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის 2 მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება

სტატიის ავტორი
-