სმოლოვი – პირველი რუსი ფეხბურთელი, რომელმაც უკრაინაში შეჭრა დაგმო

მსოფლიო შოკისმომგვრელმა ინფორმაციამ შეძრა, იმის შესახებ, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. “მანჩესტერ სიტის” ალექსანდრ ზინჩენკო, რომელმაც უკრაინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მაისური 48 შეხვედრაში მოირგო, მიმდინარე მოვლენებს ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა. ზინჩენკომ რუსული არმიის უკრაინაში შეჭრა დაგმო.

ალექსანდ ზინჩენკოს მხარი რუსმა ფეხბურთელმა – ფიოდორ სმოლოვმა აუბა. აღსანიშნავია, რომ სმოლოვი პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი რუსი ფეხბურთელია, რომელმაც უკრაინაში შეჭრა დაგმო.

ფიოდორ სმოლოვის Instagram-ზე განთავსებული პოსტი: “არა ომს!” ცნობილმა რუსმა ჩოგბურთელმა – ანდრეი რუბლევმაც გააზიარა.

სმოლოვი – პირველი რუსი ფეხბურთელი, რომელმაც უკრაინაში შეჭრა დაგმო

სტატიის ავტორი
-