სნეიდერი: “შემეძლო რონალდუს და მესის დონის ვყოფილიყავი, უბრალოდ ღვინის სმა მერჩივნა”

2010  წელს უესლი სნეიდერი ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლებოდა.

მან შეძლო ტრებლის მოგება, ჟოზე მოურინიოს “ინტერში”, სადაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო. გარდა ამისა, იმავე წელს, მსოფლიო ჩემპიონატზე, ნიდერლანდების ნაკრებისთვის, 5 გოლი გაიტანა. მან ვერ შეძლო ოქროს ბურთის მოგება, თუმცა ისეთ ფეხბურთელებს უწევდა კონკურენციას, როგორიც მესი, ხავი და ინიესტა იყვნენ.

თუმცა სნეიდერი ფიქრობს, რომ მას შეეძლო ყოფილიყო მესი და რონალდუზე უკეთესი, ასეთ დიდ სიამოვნებას რო არ იღებდეს ცხოვრებისგან.

“მე ჩემი ცხოვრებით სიამოვნებას ვიღებდი, ვახშამზე ერთ ჭიქა ღვინოზეც არ ვამბობდი უარს. ლეო და კრიშტიანუ განსხვავებულები არიან, მათ ბევრი რამ გაწირეს. არაუშავს, ჩემი კარიერა მაინც გასაოცარი იყო.”

ნიდერლანდელი არ ცდება, მისი კარიერა ნამდვილად შთამბეჭდავი იყო. მან 2009/10 წლების სეზონში, “ინტერთან” ერთად, იტალიის სერია ა, იტალიის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ამ შესანიშნავი შედეგის შემდეგ თავის ეროვნულ გუნდსაც დაეხმარა და 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა. მაგრამ,  ფინალში უძლიერეს ესპანეთთან დამარცხდნენ.  სნეიდერმა შეძლო ლა ლიგის, სუპერ ლიგისა და ერედივიზიის მოგება, “აიაქსის”, “რეალ მადრიდის” და “გალათასარაის” რიგებში. გარდა ამისა, მოიგო ვერცხლის ბუცი და ბრინჯაოს ბურთი 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.

სნეიდერი: "შემეძლო რონალდუს და მესის დონის ვყოფილიყავი, უბრალოდ ღვინის სმა მერჩივნა" 1

 

ესპანელი ნახევარმცველი გუტი იხსენებს:

” “რეალში” თამაშის დროს სამი თვის განმავლობაში არ მელაპარაკებოდა ,რადგან ჩემს გამო ის სათადარიგოზე იჯდა. მაგრამ, როცა ერთად დავიწყეთ თამაში ერთმანეთს ძალიან კარგად ვუგებდით. ის ფენომენალური მოთამაშეა. შეიძლება, ყველაზე საუკეთესო ვისთანაც მითამაშია.

სნეიდერი: “შემეძლო რონალდუს და მესის დონის ვყოფილიყავი, უბრალოდ ღვინის სმა მერჩივნა”

სტატიის ავტორი
-