სონი ჩემპიონთა ლიგის მატჩს გამოტოვებს

“ტოტენჰემის” ფეხბურთელი, ჰეუნგ მინ სონი, სავარაუდოდ, ხვალ ჩემპიონთა ლიგაზე “ცრვენა ზვეზდასთან” შეხვედრას გამოტოვებს.

მიზეზი ფსიქოლოგიური ტრავმაა, რომელიც კორეელმა შემტევმა პრემიერლიგის გასულ ტურში “ევერტონთან” მატჩისას მიიღო.

დაპირისპირების 79-ე წუთზე სონმა ანდრე გომეში წააქცია, რის შემდეგაც პორტუგალიელმა ფეხი მოიტეხა.

მოედანზე კარგად ჩანდა, თუ როგორ განიცდიდა სონი მომხდარს. “ტოტენჰემის” ერთ-ერთ ლიდერს თანაგუნდელები და “ევერტონის” მოთამაშეები ამშვიდებდნენ.

Daily Mail-ის ინფორმაციით, ჰეუნგ მინ სონი ამის გამო უახლოეს მატჩს გამოტოვებს. “ტოტენჰემის” ხელმძღვანელები აპირებენ, რომ კორეელს ფსიქოლოგი დაუქირავონ.

სონი ჩემპიონთა ლიგის მატჩს გამოტოვებს

სტატიის ავტორი
-