სონი პრემიერლიგის რეკორდსმენი გახდა

“ტოტენჰემის” თავდამსხმელი ჰიუნ-მინ სონი ინგლისის პრემიერლიგის რეკორდსმენი გახდა.

სამხრეთკორეელმა ფეხბურთელმა “დეზებს” “ბარნლის” კარში გატანილი ერთადერთი გოლით მორიგი 3 ქულა მოუტანა და პირად აქტივში საოცარი სტატისტიკური მაჩვენებლები შეიტანა.

28 წლის შემტევი გახდა პირველი ფეხბურთელი პრემიერლიგის ისტორიაში, რომელმაც 6-ზე მეტი გოლი გაიტანა თავისი კლუბის პირველ სამ სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაში.

სონს მიმდინარე გათამაშებაში უკვე 8 გატანილი გოლი აქვს, რა მაჩვენებლითაც ის ჯერჯერობით საუკეთესო ბომბარდირია, ყველა ტურნირზე კი მის ანგარიშზე 9 მატჩში 10 გოლი და 4 საგოლე პასია.

სონი პრემიერლიგის რეკორდსმენი გახდა

სტატიის ავტორი
-