სტერლინგი: “არავის უნდა, რომ პრემიერლიგა ლივერპულმა მოიგოს”

“მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელმა, რაჰიმ სტერლინგმა ჟურნალისტებთან მიმდინარე პრემიერლიგის მოგების ორ მთავარ კანდიდანტზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ “სიტი” 89 ქულით გათამაშების ლიდერია. პეპ გვარდიოლას შეგირდები “ლივერპულს” მხოლოდ 1 ქულით უსწრებენ. ორივე გუნდს ინგლისის ჩემპიონატში კიდევ 3-3 მატჩი აქვს ჩასატარებელი.

“ერთი ფეხის დაცდენა და შეიძლება ტიტული დავკარგოთ. არ მინდა, რომ პრემიერლიგა “ლივერპულმა” მოიგოს, არც თქვენ გინდათ და არც არავის უნდა, რომ ტიტული მერსესაიდელებმა მოიპოვონ,” – თქვა სტერლინგმა.

შეგახსენებთ, რომ სტერლინგი 2012-2015 წლებში სწორედ “ლივერპულის” ფეხბურთელი იყო.

 

სტერლინგი: “არავის უნდა, რომ პრემიერლიგა ლივერპულმა მოიგოს”

სტატიის ავტორი
-