სტივენ ჯერარდი ასტონ ვილას მატჩებს კორონავირუსის გამო გამოტოვებს

,,ასტონ ვილას” მთავარ მწვრთნელს, სტივენ ჯერარდს, კორონავირუსი დაუდასტურდა, ინფორმაციას ბირმინგემული გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს:

,,ასტონ ვილა ადასტურებს, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი, სტივენ ჯერარდი, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა, ჩელსისთან და ლიდსთან მატჩებს გამოტოვებს,” – წერია კლუბის სოციალურ ქსელში.


ხვალ, 26 დეკემბერს, ,,ასტონ ვილა” ,,ჩელსის” შეხვდება, სამშაბათს, 28 დეკემბერს კი – ,,ლიდსს”.

პრემიერლიგის 17 ტურის შემდეგ, ბირმინგელები 22 ქულით სატურნირო ცხრილის მე-10 პოზიციაზე არიან.

სტივენ ჯერარდი ასტონ ვილას მატჩებს კორონავირუსის გამო გამოტოვებს

სტატიის ავტორი
-