სუარესი არსენალის ფეხბურთელია

“ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი, დენის სუარესი თანაგუნდელებს დაემშვიდობა.

ესპანელი ფეხბურთელი იჯარის წესით “არსენალში” გადავიდა. სუარესი თანაგუნდელებს გამოემშვიდობა და Twitter-ის გვერდზე განცხადება გააკეთა.

“თქვენ შესანიშნავი გუნდი ხართ. დიდი მადლობა ყველაფრისთვის. მალე შევხვდებით!” – განაცხადა სუარესმა.

დენის სუარესი “ბარსელონას” აღზრდილია და გუნდს 2016 წელს დაუბრუნდა. მანამდე ის “ვილიარეალის” ღირსებას იცავდა.

სუარესი არსენალის ფეხბურთელია

სტატიის ავტორი
-