სუარესი: ,,გასულ ზაფხულს არ დამაფასეს, ატლეტიკომ კი კარი გამიღო”

მადრიდის ,,ატლეტიკოს” თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა, ესპანეთის ჩემპიონატის მოგების შემდეგ, ემოციები ვერ დამალა:

,,ის რაც გასულ ზაფხულს გავიარე, ჩემთვის ძალიან რთული იყო, რადგან არ დამაფასეს. ატლეტიკომ კი კარი გამიღო, რათა ყველასთვის მეჩვენებინა თუ როგორი ფეხბურთელი ვარ. ეს სეზონი ჩემთვის ყველაზე მძიმეა,” – განაცხადა სუარესმა.


ლა ლიგის ბოლო, 38-ე ტურში მადრიდის ,,ატლეტიკომ” ,,ვალიადოლიდი” სტუმრად 2:1 დაამარცხა და ესპანეთის ჩემპიონი გახდა. დღევანდელ მატჩში გამარჯვების გოლი სწორედ ლუის სუარესმა გაიტანა, რომლის ანგარიშზეც ლა ლიგაში ჩატარებულ 32 შეხვედრაში 21 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

ურუგვაელი ,,ატლეტიკოში” გასულ ზაფხულს ,,ბარსელონადან” თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. ფორვარდი კატალონიურ გრანდში 2014 წლიდან თამაშობდა.

სუარესი: ,,გასულ ზაფხულს არ დამაფასეს, ატლეტიკომ კი კარი გამიღო”

სტატიის ავტორი
-