ტერ შტეგენის ისტორიული შედეგი – პირველი მეკარე, რომელმაც ….

ლა ლიგის მე-11 ტურში “ბარსელონა” “ბილბაოს” დაუპირისპირდა და 4:0 გაანადგურა.

გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და “ბარსელონას” 30 წლის მეკარე – მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა კარი კვლავ მშრალად შეინახა, ამ სეზონში კი პირველ 11 ტურში ეს მეცხრე შემთხვევა იყო.

სწორედ ამ შედეგის გათვალისწინებით, ლა ლიგის ისტორიაში ტერ შტეგენი ოქროს ასოებით შევიდა და პირველი მეკარე გახდა, რომელმაც საწყის 11 ტურიდან 9 მატჩში კარი მშრალად შეინახა.

https://twitter.com/brfootball/status/1584497871356801024

11 ტურის შემდეგ “ბარსელონა” ლა ლიგის ცხრილში მეორე ადგილს იკავებს. კატალონიელების ანგარიშზე 28 გატანილი და 4 გაშვებული გოლია.

ტერ შტეგენის ისტორიული შედეგი – პირველი მეკარე, რომელმაც ….

სტატიის ავტორი
-