The Athletic – მესი ინტერ მაიამის მთავარი სატრანსფერო სამიზნეა

The Athletic, Eurosport და სხვა გავლენიანი მედია საშუალებები, ლეო მესის ტრანსფერის შესახებ აქტიურად სპეკულირებენ.

უკანასკნელი ცნობების თანახმად, არგენტინელი სუპერვარსკვლავი “ინტერ მაიამის” მთავარი სატრანსფერო სამიზნეა. წყაროს მტკიცებით, MLS-ის ბინადარი გუნდი, მესის ტრანსფერს მომავალ წელს გეგმავს და მის გადასაბირებლად ყველა ღონეს იხმარს.

აღნიშნულ ინფორმაციას, “ინტერ მაიამის” წარმომადგენლებთან დაახლოებული პირი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი – დევიდ ორნშტეინი ავრცელებს.

35 წლის მესი მიმდინარე სეზონში ბრწყინვალე სათამაშო ფორმაში იმყოფება. “პარი სენ-ჟერმენის” მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 16 შეხვედრაში, მესის ანგარიშზე 12 გოლი და 11 საგოლე გადაცემაა.

https://twitter.com/ESPNN_FC/status/1585964581351936000

The Athletic – მესი ინტერ მაიამის მთავარი სატრანსფერო სამიზნეა

სტატიის ავტორი
-