თურქული გუნდის ფეხბურთელი პირველ ლიგაში დაწინაურების აღნიშვნისას ავტობუსიდან გადმოვარდა (ვიდეო)

თურქული გუნდის, ,,კოჯაელისპორის” ფეხბურთელი – ბაჰრი ჯან ავჯი პირველ ლიგაში დაწინაურების აღნიშვნისას ავტობუსიდან გადმოვარდა.

,,ჩვენი გუნდის მოთამაშე, ბაჰრი ჯან ავჯი ზეიმისას ავტობუსიდან გადმოვარდა. ფეხბურთელი ახლა კონტროლისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია,” – წერია კოჯაელისპორის ტვიტერის გვერდზე.



,,კოჯაელისპორმა” თურქეთის პირველ ლიგაში დაწინაურება გუშინ ფლეიოფის ფინალურ მატჩში ,,საკარიასპორის” დამარცხებით (4:0) შეძლო.

თურქული გუნდის ფეხბურთელი პირველ ლიგაში დაწინაურების აღნიშვნისას ავტობუსიდან გადმოვარდა (ვიდეო)

სტატიის ავტორი
-