მუნდიალი 2022 | ტიტემ დაადასტურა, რომ ნეიმარი სამხრეთ კორეასთან ითამაშებს

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, ნეიმარი, სამხრეთ კორეასთან მერვედფინალური მატჩისთვის მზად იქნება.

ინფორმაცია ,,სელესაოს” მთავარმა მწვრთნელმა, ტიტემ, პრესკონფერენციაზე დაადასტურა.

ნეიმარმა კოჭი სერბეთთან, მსოფლიო ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში დაიზიანა, რის გამოც მოედანი ნაადრევად დატოვა.

ტრავმის გამო, ბრაზილიელმა ჯგუფური ეტაპის ბოლო ორი მატჩი გამოტოვა.

მერვედფინალური შეხვედრა სამხრეთ კორეასა და ბრაზილიას შორის ხვალ, 5 დეკემბერს, გაიმართება.

მუნდიალი 2022 | ტიტემ დაადასტურა, რომ ნეიმარი სამხრეთ კორეასთან ითამაშებს

სტატიის ავტორი
-