იტალიის სერია A-ს 35-ე ტურის შეხვედრაში, “მილანი” “ფიორენტინას” დაუპირისპირდა. მილანში, “სან სიროზე” გამართული დაძაბული მატჩი, “როსონერის” გამარჯვებით 1:0 დასრულდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი, რაფაელ ლეაომ 82-ე წუთზე გაიტანა და საჩემპიონო ბრძოლაში ჩართულ “მილანს” უმნიშვნელოვანესი 3 ქულის მოპოვებაში დაეხმარა.
ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი და ტელეწამყვანი – ტიციანო კრუდელი, ლეაოს გოლმა გააგიჟა. კრუდელიმ ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და “მილანის” გოლი ემოციურად აღნიშნა.
😂 Crudeli reacts to @RafaeLeao7‘s winning goal…
📹 @jakub_balicki1pic.twitter.com/83KgHsnRZ4
— SempreMilan (@SempreMilanCom) May 1, 2022
შეგახსენებთ, 35 ტურის შემდეგ, 77 ქულით, სერია A-ს სათავეში “მილანი” უდგას – მდევარ “ინტერს” 75 აქვს და “როსონერის” ფეხის დაცდენას ელოდება.