ტოპ 5 ჩემპიონატის საუკეთესო 5 მეკარე

მიმდინარე საფეხბურთო სეზონი მთელი ევროპის მასშტაბით საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს. ტოპ 5 ჩემპიონატში ვითარება ძალიან დაძაბულია. 

მეკარეებს ბევრი საქმე აქვთ, რაც ფეხბურთს უფრო ლამაზს ხდის. გთავაზობთ ტოპ 5 ჩემპიონატის 5 საუკეთესო მეკარეს დღევანდელი მონაცემების მიხედვით.

#5 დავიდ დე ხეა (მანჩესტერ იუნაიტედი)

ესპანელი მეკარე, როგორც ყოველთვის კარგ ფორმაშია, თუმცა მცირე შეცდომები აქვს. მსოფლიოს ჩემპიონატზე დე ხეამ მხოლოდ ერთი სეივი გააკეთა და 6 ბურთი გაუშვა. მიმდინარე სეზონში კი, “მანჩესტერ იუნაიტედი” ბევრ ბურთს უშვებს. ამიტომაც, დავიდ დე ხეა მეხუთე პოზიციაზეა. 9 თამაშში ესპანელმა საკუთარ კარში 16 ბურთი მიიღო.
ტოპ 5 ჩემპიონატის საუკეთესო 5 მეკარე 1

 

#4 სამირ ჰანდანოვიჩი (ინტერი)

მეოთხე პოზიციას მილანის “ინტერის” კარის დარაჯი იკავებს. წინა სეზონში სლოვენიელი მეკარე ათეულშიც შეიძლება ვერ შესულიყო, თუმცა მიმდინარე სეზონში “ნერაძური” კარგად გამოიყურება. ბოლო 8 შეხვედრაში 7 მოგება აქვს და ამიტომაც, ჰანდანოვიჩი მეოთხე პოზიციაზეა. “სერია ა”-ს 9 ტურში ჰანდანოვიჩმა 6 ბურთი გაუშვა.
ტოპ 5 ჩემპიონატის საუკეთესო 5 მეკარე 2

 

#3 ალისონ ბეკერი (ლივერპული)

ბრაზილიის ნაკრებისა და “ლივერპულის” მეკარე მიმდინარე სეზონში მოწოდების სიმაღლეზეა. მერსესაიდულმა კლუბმა ალისონი ზაფხულში შეიძინა და კარიუსის შემდეგ, ნამდვილად გაძლიერდა. ალისონმა პრემიერლიგაში, 810 წუთში მხოლოდ სამი ბურთი გაუშვა.
ტოპ 5 ჩემპიონატის საუკეთესო 5 მეკარე 3

 

#2 მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა)

გერმანელი მეკარე მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი საუკეთესოა. ტერ შტეგენი საოცარ ფორმაშია და გუნდის ლიდერიცაა. “ბარსელონამ” “ლა ლიგის” მიმდინარე სეზონში 11 ბურთი გაუშვა, თუმცა რომელიმეში მეკარის დადანაშაულება რთულია, პირიქით. ახალგაზრდა კარის დარაჯმა ბოლო ტურში, “სევილია”-სთან შეხვედრაში სასწაულები ჩაიდინა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ საკუთრი გუნდი ქულების დაკარგვას გადაარჩინა. დღეს ტერ შტეგენი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. ესპანეთის ჩემპიონატში მან უკვე 24 სეივის გაკეთება მოასწრო.
ტოპ 5 ჩემპიონატის საუკეთესო 5 მეკარე 4

 

#1 იან ობლაკი (მადრიდის ატლეტიკო)

ტოპ 5 ჩემპიონატის საუკეთესო მეკარე კი სლოვენიელი იან ობლაკი გახდა. მადრიდის “ატლეტიკოს” კარის დარაჯი ბოლო რამდენიმე სეზონია “ლა ლიგა”-ში ყველაზე ცოტა ბურთს უშვებს. მიმდინარე სეზონში ობლაკმა 9 შეხვედრაში მხოლოდ 5 ბურთი მიიღო. ის სტაბილური და დამაჯერებელი თამაშით გამოირჩევა. ასე რომ შემთხვევით არ არის პირველ პოზიციაზე.
ტოპ 5 ჩემპიონატის საუკეთესო 5 მეკარე 5

 

 

ტოპ 5 ჩემპიონატის საუკეთესო 5 მეკარე

სტატიის ავტორი
-