“ტოტენჰემმა” სერხიო რეგილონი დაიმატა

“ტოტენჰემმა” მაღალრეიტინგული მარცხენა მცველი სერხიო რეგილონი დაიმატა. ესპანელი ფეხბურთელის ტრანსფერი ჟოზე მოურინიოს 28 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაუჯდა “მანჩესტერ იუნაიტედის” მხრიდან მეტოქეობის ფონზე.

რეგილონი “მადრიდის რეალს” სევილიაში ჰყავდა განათხოვრებული, “სევილია” იმედოვნებდა, რომ შეძლებდა “რეალთან” შეთანხმების მიღწევას და რეგილონის საკუთარ რიგებში დატოვებას.

თუმცა “რეალმა” “ტოტენჰემთან” მიაღწია შეთანხმებას და ახლა რეგილონი უკვე მოურინიოს თავდაცვითი რაზმის წევრია.

რეგილონი მარცხენა ფლანგზე შესაძლოა გარეთ ბეილს შეუწყვილდეს და საკმაოდ პროდუქტიული წყვილიც მივიღოთ.

“ტოტენჰემმა” სერხიო რეგილონი დაიმატა

სტატიის ავტორი
-