ტოტენჰემში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

როგორც ცნობილი ხდება, ლონდონის “ტოტენჰემში” კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. დღეს, 3 ივნისს, პრემიერ ლიგის გუნდები კვლავ დატესტეს Covid 19-ზე, სადაც მხოლოდ ერთი დადებითი პასუხი დაფიქსირდა, და ეს ერთადერთი დადებითი პასუხი ლონდონის “ტოტენჰემის” წევრს ეკუთვნის.

ჯერჯერობით უცნობია კორონავირუსით დაინფიცირებული ფეხბურთელია თუ სამწვრთნელო შტაბის წევრი, თუმცა ცნობილია ის ფაქტი, რომ თუ ინფიცირებული აღმოჩნდება ფეხბურთელი, იგი 1 კვირით ჩამოშორდება გუნდს და ინდივიდუალურად განაგრძობს ვარჯიშს, სახლის და კარანტინის პირობებში.

ეს ფაქტი უკვე დაადასტურა თავად კლუბმაც:

ტოტენჰემში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

სტატიის ავტორი
-