ტრანსფერი – დინამო ბათუმის ლეგიონერი უკრაინაში ითამაშებს

“დინამო ბათუმი” ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა, ვაგნერ გონსალვეშმა დატოვა. 24 წლის ფეხბურთელი კარიერას “დნიპრო-1”-ში გააგრძელებს.

ჯერ-ჯერობით ტრანსფერის დეტალები უცნობია. იქიდან გამომდინარე, რომ ბრაზილიელი ვინგერს აჭარულ გუნდთან კონტრაქტი კიდევ აკავშირებდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ “დინამომ” ვაგნერის სანაცვლოდ ფინანსური სარგებელი მიიღო.

გეტყვით, რომ ვაგნერი საქართველოს ვიცე-ჩემპიონს 2020 წლის იანვარში შეუერთდა. მან გია გეგუჩაძის გუნდის რიგებში 16 მატჩი ჩაატარა, სადაც 1 გოლსა და 5 ასისტს მოუყარა თავი.

“დნიპრო-1” უკრაინის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელია. 13 ტურის შემდეგ მოპოვებული 8 ქულით ის ბოლო, მე-14 ადგილს იკავებს.

ტრანსფერი – დინამო ბათუმის ლეგიონერი უკრაინაში ითამაშებს

სტატიის ავტორი
-