ტრანსფერი ჩაიშალა – ობამეიანგი ლონდონში ბრუნდება

ბარსელონაში ჩასული პიერ-ემერიკ ობამეიანგი ლონდონში ბრუნდება – გაბონელი თავდამსხმელის ტრანსფერი კატალონიურ კლუბში ჩაიშალა.

მხარეებმა ხელფასის თაობაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს – ცნობილია, რომ ობამეიანგის დასარეგისტრირებლად, “ბარსელონას” უსმან დემბელეს გუნდიდან გაშვება სჭირდებოდა. საბოლოოდ, ფრანგმა ვინგერმა იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე ახალი კლუბი ვერ ნახა.

გეტყვით, რომ “არსენალის” ფეხბურთელის დამატებას “ბარსელონა” 6-თვიანი იჯარით ცდილობდა. თავდაპირველად, დაიწერა, რომ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ლონდონელებმა ობამეიანგის ბარსელონაში გამგზავრების ამბავი გვიან შეიტყვეს.

 

ტრანსფერი ჩაიშალა – ობამეიანგი ლონდონში ბრუნდება

სტატიის ავტორი
-